სტარტაპ სივრცეში, კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდი „გიშერი” გამოჩნდა. ბრენდი ორმა სტუდენტმა გოგონამ შექმნა. პროდუქცია ბათუმი მოლში იყიდება.
„ვგეგმავთ ბათუმი მოლში 20 ივნისიდან განვაახლოთ პროდუქცია, კოსმეტიკის მეტი ნაირსახეობით მათ შორის ტუჩსაცხი, ტუჩის კონტურები და ფრჩხილის ლაქი.“ ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი ნინი რესულიძე.
ამ ეტაპზე ‘გიშერი’, ტუჩსაცხებისა და ფრჩხილის ლაქების წარმოებას აერთიანებს სლოგანით - „სილამაზე არ უნდა იყოს ზიანის მომტანი”. საკუთარი სლოგანით „გიშერი“ ცდილობს ხაზი გაუსვას ნატურალური პროდუქციის უპირატესობას.
„გიშერის“ პროდუქცია ხელნაკეთია და მას თავად ნინო რესულიძე და მარიამ ღლონტი ამზადებენ.

























