მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოსმეტიკური ბრენდი The Body Shop-ი შესაძლოა, Aurelius-მა იყიდოს

the body shop

კოსმეტიკური ბრენდი The Body Shop-ის ახალი მფლობელი, შესაძლოა, საინვესტიციო კომპანია Aurelius-ი გახდეს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძო ინვესტორი Aurelius Group აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს The Body Shop-ის შესაძენად, რომელიც გასაყიდად იქნა გამოტანილი მისი ბრაზილიური მფლობელის, Natura & Co-ის მიერ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიამ განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა The Body Shop-ის „სტრატეგიული ალტერნატივების“ შესწავლა, ბრენდის შესაძლო გაყიდვის ჩათვლით.

გავრცელებული ინფრომაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 485,2 მლნ დოლარიდან 606,5 მლნ დოლარამდეა.

Natura და Aurelius აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Reuters-თან კომენტარს არ აკეთებენ.

ინფორმაციისთვის: დღეის მდგომარეობით The Body Shop-ი მსოფლიოს 70 ქვეყანაში 3 000 მაღაზიით არის წარმოდგენილი, დასაქმებულთა რიცხვი კი 10 000-ს აღემატება. ამასთან, The Body Shop-ის ოფიციალური მაღაზია საქართველოში 2019 წლის ბოლოს გაიხსნა.