აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია- შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ცვლილებების მიხედვით, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა, ასევე დაკორექტირდა ზარალის შეფასების ვადები. სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებს ფერმერები უმნიშვნელოს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეალური პრობლემები, რაც წლების განმავლობაში აგროდაზღვევის პროგრამას ჰქონდა ისევ გამოწვევად რჩება. რა შეიცვალა მთავრობის გადაწყვეტილებით აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და რა საკითხები რჩება დღეს ფერმერებისთვის კვლავ გამოწვევად.