მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოსმოს“ ჩანთების შეძენა ახლა უკვე „ამაზონზეც“ შესაძლებელია

637201da5a285
მარიამ დემეტრაშვილი
14.11.22 21:55
781
ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდის „კოსმოს“ პროდუქცია ამაზონზე იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი ამბობს, რომ „ამაზონზე“ გასვლას 2 წლის განმავლობაში ცდილობდა, რადგან ამერიკელი მომხმარებლის მხრიდან „კოსმოს“ მიმართ დაინტერესება დიდია.

გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სოფი მუხულიშვილმა იმ წარმატებაზე ისაუბრა, რასაც „კოსმომ“ მიმდინარე წელს საერთაშორისო მასშტაბით მიაღწია.

„მარტში ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჩვენი ერთ-ერთი ჩანთა საუკეთესო დიზაინის მქონე 30 ჩანთას შორის მოხვდა, შემდეგ კი გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. ეს გამარჯვება ჩემთვის დიდი სიამაყეა, რადგან ჩვენი გუნდი მუშაობს გამორჩეული და განსაკუთრებული პროდუქციის შექმნაზე. რაც მთავარია, ამ კონკურსში ქართულმა კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა და ჩვენი აზრით, ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება.

ამ წლის განმავლობაში ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში. ერთი იყო დუბაიში და მეორე სულ ახლახან მილანში, ასევე დიდი აღიარება მოიპოვა ჩვენმა ჩანთებმა. საერთაშორისო გამოცემა WWD, რომელსაც მოდის ბიბლიას ეძახიან, ამ გამოფენის მონაწილეებიდან არჩევდა ისეთ ბრენდებს, რომლებიც ახალ სიტყვას ამბობენ თავიანთი პროდუქციით. სულ ხუთი კომპანია შეარჩიეს, ვისაც სტატია მიუძღვნეს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით“, - განაცხადა დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ახლა კომპანიაში 55 ადამიანი მუშაობს. „კოსმოს“ საქართველოში სულ 7 ფილიალი აქვს, მათ შორის 5 დედაქალაქში, თითო-თითო კი ბათუმსა და ქუთაისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები