Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის კოსმოსური ხომალდების კომპანია Blue Origin-ი მომავალ წელს კოსმოსში გაფრენას გეგმავს. როგორც Blue Origin-ის თანამშრომლები Reuters-თან ამბობენ, ბილეთების ფასი ხომალდზე $ 200 000-$300 000 ამერიკული დოლარი ეღირება. კომპანიამ უკვე წარმოადგინა ხომალდის სავარაუდო დიზაინი. New Shepard space-ს ერთ ჯერზე 6 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება და ის დედამიწიდან ღია სივრცეში 100 კმ-ის მანძილზე გაფრინდება. Blue Origin-მა ორი სატესტო ფრენა უკვე განახორციელა ტეხასის შტატიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ბორტზე არცერთი მგზავრი არ იყო.