კოსტა რიკა 100 დღეზე მეტია ელექტროენერგიის 100%-ს მხოლოდ განახლებადი ენერგიიდან იღებს. რესპუბლიკა სუფთა ენერგიას რამდენიმე წყაროსგან იღებს და წლის ბოლომდე ელექტროენერგიის მხოლოდ მათგან გენერირებას გეგმავს. კოსტა რიკას რესპუბლიკამ გასულ წელს, 285 დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის 99% განახლებადი ენერგიიდან მიიღო.
კოსტა რიკას ენერგეტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის უმეტესი წილი ქარის სადგურებზე მოდის. ამასთან, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიღება მზის პანელების საშუალებითაც ხდება. ამ კუთხით, კოსტა რიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. გასულ თვეს, შოტლანდიამ შეძლო ქარის სადგურებიდან იმაზე მეტი ენერგია მიეღო, ვიდრე ქვეყანა მოიხმარდა, თუმცა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.

























