მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოსტე“ გრიგოლეთსა და ყაზბეგში სასტუმროების გახსნას გეგმავს

634af2769007f
მარიამ დემეტრაშვილი
16.10.22 00:13
760
„კოსტე“ გრიგოლეთსა და ყაზბეგში სასტუმროების გახსნას გეგმავს. როგორც მისმა დამფუძნებელმა თამარა ბაღდავაძემ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა, გრიგოლეთში მასშტაბური პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი გახსნა, დაახლოებით, 3 წელში იგეგმება.

„გრიგოლეთის სასტუმროს ფართობი 50 000 კვ.მ. იქნება და სასტუმროს 140 ნომერთან ერთად, აპარტამენტებსაც მოიცავს“, - აღნიშნა თამარა ბაღდავაძემ.

მისივე თქმით, გასაყიდი აპარტამენტების რაოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა, რადგან პროექტი ჯერ კიდევ გეგმარების პროცესშია.

რაც შეეხება ყაზბეგის პროექტს, ბაღდავაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა მომდევნო წელს დაიწყება და მისი ფართობი 10 000 კვ.მ. იქნება.

„ყაზბეგის სასტუმროში იქნება 100 ნომერი, რესტორანი, ასევე აუზი, სპა და საბავშვო გასართობი სივრცეები“, - თქვა თამარა ბაღდავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები