თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფე "ლინვილის" ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაცია bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართებიც.
ფოტო: ტვ პირველი

























