მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება

5c7d3b980976a
თელარა გელანტია
04.03.19 22:00
536
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია.

თბილისის მერია ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს.

ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მათი განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://maps.tbilisi.gov.ge  მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები მოითხოვონ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები