მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოტე სულამანიძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გახდა

586cec1f487dd
BM.GE
04.01.17 16:33
3316
კოტე სულამანიძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გახდა. საფინანსო ბაზრის დივერსიფიცირება, დაზღვევის კულტურის დახვეწა და სასარგებლო სადაზღვევო პროდუქტების პოპულარიზაციაა ბაზრის ახალი ზედამხედველის კოტე სულამანიძის პრიორიტეტებია.

საფინანსო ზედამხედველობის არშემდგარი სააგენტოს უფლებამოსილებაშეჩერებული ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორში სამუშაო ბევრია. საფინანსო ბაზრის მოთამაშეებად არ უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. დიდი სპექტრია და ყველა სეგმენტის განვითარება ქმნის სექტორს, ერთიან კონტექსტში განიხილა კაპიტალის ბაზრის, აქტივების მართვის მიმართულებები, საინვესტიციო, სადაზღვევო ფონდები და სალიზინგო კომპანიები.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონსტანტინე სულამანიძემ 1 იანვრიდან იოსებ გოგოლაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე ფინანსისტი უმაღლესი რგოლის მენეჯერად სხვადასხვა წამყვან კომპანიაში მუშაობდა, მათ შორის „პროგრეს ბანკში“.

GBC.GE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები