დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანემა კოტე სულამანიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია სულამანიძემ bm.ge-ს დაუდასტურა. ამასთან როგორც სულამანიძე ამბობს, ის სამუშაოდ კვლავ საბანკო სექტორს უბრუნდება, - კერძოდ ბაზისბანკს.
სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს დროებით კოტე სულამანიძის მოადგილე დაიკავებს. სულამანიძე პოსტს ოფიციალურად 1 მაისს დატოვებს.
სულამანიძე დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს 2017 წლის დასაწყისიდან იკავებდა.