მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოტე სულამანიძის პასუხი Unison-ის ბრალდებაზე: ილაპარაკონ რაც სურთ

5ae80891b040d
თამუნა დემეტრაშვილი
01.05.18 10:25
811
"თავის მართლებას არ ვაპირებ, ილაპარაკონ რაც სურთ", - ასე გამოეხმაურა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი კოტე სულამანიძე, სადაზღვევო კომპანია Unison-ის ხელმძღვანელის ვასილ ახრახაძის ეჭვებს, მისი კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით.

"მე ჰუალინგ ჯგუფში არ გადავსულვარ, "ბაზისბანკში" გადავედი, დაზღვევასთან შეხება არ მექნება", - განაცხადა სულამანიძემ bm.ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Unison დირექტორმა ვასილ ახრახაძემ, სულამანიძის კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა ის ინფორმაცია, რასაც სულამანიძე თანამდებობიდან გამომდინარე ფლობდა, კონკურენტების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

"ასეთი ქმედება მიწასთან ასწორებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის რეპუტაციას. ჩვენ დღეს უკვე გვაშინებს ზედამხედველთან ინფორმაციის გაცვლა, რადგან არსებობს საფრთხე, ხვალ ეს მონაცემები კონკურენტის ხელში აღმოჩნდეს", - განაცხადა ახრახაძემ და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ დაზღვევის ზედამხედელობის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები