"ყველაფერს უნდა შენარჩუნება, ვიზალიბერალიზაციასაც შენარჩუნება უნდა“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბარში ავსტრიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.
მისი თქმით, ყველა ქართველმა, სახელმწიფო მოხელემ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა გაითავისოს, რომ „ ერთის მიერ დაშავებული საქმეს მეორასაც უფუჭებს. ვიზალიბერალიზაციას აქვს წესები, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვ ღია კარი სამუშაოდ“, - ამბობს ელჩი.
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი „საქმის კურსთან“ ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტსაც აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკური დიპლომატია უნდა აკეთეს პირმა ღრმა ეკონომიკური ცოდნით.
„საგარეო საქმეთა სმინისტრო სავსეა პროფესიონალებით, დღეს რომ ვთქვათ რომ ყველა საელჩოში უნდა იყოს წარდგენილი ეკონომიკური ატაშეები მიამიტები ვიქნებით, ამიტომ მუშავდება პრიორიტეტები. ბიზნესთან ურთიერთობაა სხვაა და დიოლომატებთან ურთიერთობა სხვაა“, - განაცხადა ელჩმა.

























