მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოტეჯის მშენებლობისას 1 კვ/მ-ის საფასური 350-400 დოლარია“ – Kotejebi.ge

63d1305cdff13
თინათინ ნატმელაძე
26.01.23 10:03
3512
ხის კოტეჯების სამშენებლო კომპანია Kotejebi.ge-ს გაყიდვების მენეჯერი მარიამ შენგელია BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით სამშენებლო მასალების საფასური საშუალოდ 10-65%-ით გაიზარდა, რამაც მათი პროდუქტის ფასზეც მოახდინა გავლენა.

მისივე ცნობით, ძირითადი მოთხოვნა მთიანი რეგიონებიდანაა და დამკვეთები კოტეჯებს უმეტესად ბიზნესისთვის აშენებენ.

„საკმაოდ მაღალი და მზარდი მოთხოვნაა, ახლაც გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, თუმცა ის უფრო მეტად გაზაფხულის პერიოდიდან იზრდება. ძირითადად შეკვეთები მთიანი რეგიონებიდან - რაჭიდან, აჭარიდან და გუდაურიდან გვაქვს.

რაც შეეხება მშენებლობის საფასურს, ის მასალის ფასის და პროექტის სირთულის მიხედვით იზრდება, ბოლო პერიოდში მასალის ფასი ძალიან გაიზარდა, შესაბამისად, ჩვენი პროექტების ფასიც მერყევია - ამ ეტაპზე 1 კვ/მ. 350-400 დოლარი ღირს, ამ ფასში სრული მოწყობა შედის - დაწყებული სახურავით, დასრულებული შიდა კარებით და სველი წერტილის მოწყობით, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს ის უკვე საცხოვრებელ მდგომარეობაში ჩაბარდეს. პროექტსაც მომხმარებლის მოთხოვნას და ბიუჯეტს ვარგებთ“, - განაცხადა მარიამ შენგელიამ.

Kotejebi.ge-ის გაყიდვების მენეჯერი გვიყვება, რომ მათი კომპანია ბაზარზე ახალია, ის პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს ამოქმედდა, შესაბამისად ამ ეტაპზე ბევრ ადამიანს არ ასაქმებას, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქმიანობაში ახალგაზარდები ჩართონ და დააინტერესონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები