მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KOTON-ის ქსელში ტანსაცმლის 10-15%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ

6181278051813
მარიამ ადამია
02.11.21 16:19
1256
მაღაზიათა ქსელ KOTON-ის რეგიონალური მენეჯერი სალომე ისიანი საქართველოში ტანსაცმლის 10-15%-ით გაძვირებას პროგნოზირებს. როგორც ის BMG-სთან აცხადებს, მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის დეფიციტი და ელექტროენერგიის ფასების ზრდაა, რაც ლოგიკურად საქართველოს ბაზარზეც აისახება.

KOTON-ის რეგიონალური მენეჯერი ამბობს, რომ სადღესასწაულო პერიოდისთვის არსებულ ფასებს შეინარჩუნებენ, მაგრამ მომავალი სეზონიდან ანუ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, ტანსაცმელი, დაახლოებით, 10-15%-ით გაძვირდება.

“მაღაზიათა ქსელი KOTON-ი მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს დიდ ქვეყნებსაც კი უჭირთ ფასების შენარჩუნება და კრიზისთან გამკლავება; ასე რომ, საქართველოსაც, რა თქმა უნდა, გაუჭირდება და ფასები მოიმატებს. ასევე, თუ აქამდე KOTON-ი კერავდა ათას მოდელს, ეს რაოდენობაც შემცირდება საშუალოდ 500 მოდელამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელში არჩევანი შემცირდება” - აღნიშნა სალომე ისიანმა“საქმიან დილაში”.

ამასთან, KOTON-ის რეგიონალურმა მენეჯერმა გადაცემაში სტუმრობისას ზაფხულსა და შემოდგომაზე მაღაზიათა ქსელის მუშაობაც შეაჯამა და თქვა, რომ საერთაშორისო ტურისტების შემოდინების ხარჯზე, ზაფხული უფრო მეტად შემოსავლიანი იყო, ვიდრე - შემოდგომა, როდესაც სასწავლო პროცესი ქვეყანაში არ განახლდა და ტურისტების რიცხვმაც მკვეთრად იკლო.

„ახლა „შავი პარასკევის“ მოლოდინში ვართ, რადგან აქციებსაც ვაპირებთ და იმედი გვაქვს, ახალ წლამდე პერიოდს ოდნავ მაინც აამუშავებს დაგეგმილი აქტივობები. ასევე ვიმედოვნებთ, რომ შარშანდელის მსგავსად წელსაც არ დაიხურება მოლები და სავაჭრო ცენტრები, რამაც გასულ წელს ბიზნესზე კრიტიკულად იმოქმედა”, - განაცხადა სალომე ისიანმა.

საქართველოში სულ KOTON-ის ცხრა მაღაზიაა, მათგან ორი „კოტონი აუთლეტია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები