მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა

6114c8b84c1ee
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 11:25
3733
კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ, პორტალზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.

„აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის: Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით არაერთი ვებგვერდი ამოქმედდა, რომელთაგან მოსახლეობისთვის ყველაზე ცნობილი Stopcov.ge და ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი - booking.moh.gov.ge -ია. გარდა ამისა შეიქმნა ასევე www.provax.ge, datacov.moh.gov.ge, vaccines.ncdc.ge, covmob.moh.gov.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები