მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-ტესტირება მანქანიდან გადასვლის გარეშე - ამ სერვისს თბილისში მომხმარებელს Drive-lab-ი სთავაზობს

60aa11a79e6e4
მარიამ იზორია
23.05.21 16:55
9641
Drive-lab-ი მომხმარებელს Covid-ტესტირების (PCR, სწრაფი) სერვისს მანქანიდან გადასვლის გარეშე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სთავაზობს. სწრაფი ტესტი ადგილზე ტარდება, PCR-ტესტი კი მოლეკულური დიაგნოსტიკის ლიცენზირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, ხოლო მომხმარებელი პასუხს ელექტრონულად იღებს.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეა შესაძლებელი.
როგორც Drive-lab-ის დირექტორი ლიკა ჯანაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, „Drive-Thru“ მეთოდით ტესტირება უსაფრთხო და კომფორტულია.

„Drive-lab-ი ითვალისწინებს კვალიფიციური პერსონალის მიერ ტესტის აღებას სათანადოდ მომზადებულ ღია სივრცეში, სხვა შესაძლო ინფიცირების მქონე ადამიანებთან კონტაქტის არ არსებობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. ასეთი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში არსებობს და საქართველოსაც ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად წარმოაჩენს, ჩვენთან უკვე 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიტესტა“ - ამბობს ჯანაშვილი.

Drive-lab-ი  სახელმწიფო პროგრამაშიც მონაწილეობს და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტების მოხმარების შესაძლებლობასაც იძლევა. კომერციული PCR-ტესტი 100 ლარი, კომერციული ანტიგენის სწრაფი ტესტი - 25 ლარი, ანტისხეულების კვლევა სწრაფი ტესტით - 25 ლარი, ანტისხეულების კვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით - 50 ლარი, B ჰეპატიტის სწრაფი ტესტი კი 20 ლარი ღირს. რაც შეეხება PCR ტესტსა და ანტიგენის სწრაფ ტესტს შესაბამის ჯგუფებზე, მომხმარებელი სახელმწიფოს დაფინანსებით სარგებლობს.

ცნობისთვის: Drive-lab-ი „ბლოკ-ინვესტის“ პროექტია, მისი სერვისები სამომავლოდ ხელმისაწვდომი ზუგდიდშიც იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები