მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდის სამკურნალო აბების შემოტანა რეალურია” - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

61dc4323bd412
ნინი ლონგურაშვილი
11.01.22 08:20
485
საქართველოში რამდენიმე კვირაში კოვიდ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების - „ფაიზერის“ და „მერკის“ მიერ წარმოებული მედიკამენტები შემოვა. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააჟღერა.

მეტი დეტალის გასარკვევად BM.GE საერთშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორ ირაკლი მარგველაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მედიკამენტების საქართველოში შემოტანა რეალურია, რადგან ქვეყანას ამის გამოცდილება უკვე აქვს.

“ეს არის მედიკამენტები, რომელთა ეფექტიანობას ამერიკული სააგენტო FDA და ევროპული სააგენტოები ადასტურებს. შესაბამისად, მის ეფექტიანობაზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება. რაც შეეხება ქვეყანაში შემოტანას, საქართველომ გარკვეული მედიკამენტების შემოტანა აქამდეც მოახერხა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არც იყო. გასაგებია, რომ პრობლემები გვაქვს და ბევრი რამ არ იყო სრულყოფილი, თუმცა მინდა გითხრათ, ეს რეალურია, რადგან გარკვეული მედიკამენტები სხვა ქვეყნებზე ადრეც მიგვიღია, ამიტომ აქ რაიმე არარეალურს ვერაფერს ვხედავ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, გარკვეული შედეგებიც მიღებულია, ამიტომ ეს მედიკამენტები საქართველოში წესით მალე უნდა გამოჩნდეს“, - ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

ცნობისთვის: გასული წლის 5 ნოემბერს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“. სავარაუდოდ, საქართველო სწორედ აღნიშნულ მედიკამენტებს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები