საკონსულტაციო-აუდიტორიული საერთაშორისო კომპანია KPMG ბრიტანული და შვეიცარიული ბიზნესების ერთმანეთთან შერწყმას გეგმავს.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი კომპანიის შემოსავლების და ეფექტიანობის გაზრდაა.
KPMG-ის ბრიტანული ოფისი 17,000 თანამშრომელს ასაქმებს, შვეიცარიაში კი კომპანიას 2,600 თანამშრომელი ჰყავს. შერწყმის პროცესის დასრულების შემდეგ, ორივე ქვეყნის ოფისი ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშავებს.