მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kraft Heinz-ი $199 მილიონის ინვესტიციით ბრიტანეთში კეტჩუპის წარმოებას განაახლებს

60b7734a2adcd
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.21 23:00
716
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Kraft Heinz-ი $199 მილიონის ინვესტიციით დიდ ბრიტანეთში კეტჩუპის წარმოებას განაახლებს. აღნიშნული ინვესტიცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანია Kraft Heinz-ის განცხადებით, აღნიშნულია ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი დიდ ბრიტანეთში Brexit-ის შემდეგ განხორციელებულა. ამ ინიციატივის საფუძველზე, ქვეყანაში დამატებით 50 ახალი სრულ-განაკვეთიანი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„Kraft Heinz-ის გადაწყვეტილება დააბანდოს მსხვილი ინვესტიცია დიდ ბრიტანეთში ნიშნავს მის ნდობას ქვეყნის ეკონომის მიმართ“, - განაცხადა ბრიტანეთის მინისტრმა ინვესტიციების მოზიდვის საკითხში გერი გრიმსტონმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წამყვანმა კომპანია Kraft Heinz-მა დიდ ბრიტანეთში კეტჩუპის და სხვა სასალათე სოუსების წარმოება 1999 წელს შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები