მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kraft Heinz-ის ოფისის თანამშრომლებისთვის კოვიდ-ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

612b2895f3c02
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 10:45
670
ამერიკულმა საკვების მწარმოებელმა კომპანია Kraft Heinz-მა გადაწყვიტა, თანამშრომლები დაავალდებულოს კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრან. როგორც Reuters-ი წერს, იანვარში, კომპანიის ოფისებში დაბრუნებამდე ისინი აცრილები უნდა იყვნენ, ვინაიდან დელტა შტამი აშშ-ში სწრაფად ვრცელდება.

ცნობისთვის, Kraft Heinz-ი ჩრდილოეთ ამერიკაში რიგით მესამე უმსხვილესი საკვების და სასმელის მწარმოებელი კომპანიაა. მისი წლიური გაყიდვები 2020 წელს $26 მილიარდს აჭარბებდა. კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში 38 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თუმცა ვაქცინაციის ვალდებულება, ჯერჯერობით, როგორც ცნობილია, მხოლო აშშ-ის ოფისებში მომუშავე თანამშრომლებს ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-შემთხვევების ზრდის გამო, ამერიკაში არაერთმა კომპანიამ მიიღო უკვე მსგავსი გადაწყვეტილება. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-ინფიცირების 72 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, 40 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები