Kraft Heinz რუსეთში საბავშვო კვების მიმართულებით საქმიანობის გაჩერებას გეგმავს. კომპანიამ საკუთარი აქტივები მათ შორის, ორი ქარხანა ადგილობრივ კომპანია Черноголо́вка-ს უნდა მიჰყიდოს.
Kraft Heinz-ის პრესსპიკერმა Reuters უთხრა, რომ აქტივების გადაცემა 2023 წლის მესამე კვარტლისთვის დასრულდება, გარიგება რეგულატორის თანხმობასაც ითვალისწინებს. კერძოდ, უცხოელი ინვესტორის მიერ რუსეთში არსებული აქტივის გაყიდვა ქვეყნის სახელმწიფო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მიმდინარე კვირაში ამ კომისიამ განაცხადა, რომ “არამეგობრული" ქვეყნების ინვრესტორები ვალდებულები იქნებიან რუსეთში გაყიდული აქტივების ღირებულების სულ მცირე 10% ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანონ. ამ ეტაპზე არცერთი კომპანია გარიგების თანხას არ ასახელებს, თუმცა რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით, Kraft Heinz-ის შეფასებით გარიგების მოცულობა 39 მლნ დოლარამდე იქნება.




























