მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრედიტები გვაქვს ყველას და კალაძე გადაგვიხდის თუ ივანიშვილი?", - "ტაქსისტების" პროტესტი

5ca86e6d5de5c
თელარა გელანტია
06.04.19 13:15
1078
11 აპრილს, ტაქსის მძღოლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.

Tv “პირველის“ ინფორმაციით, 11 აპრილს, ტაქსის მძღოლები მასშტაბურ მსვლელობას აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყებენ და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაასრულებენ.
მძღოლების მოთხოვნას თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ტაქსების რეგულაციების გაუქმება-გადავადება წარმოადგენს.

ტაქსის მძღოლებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია-ანონსი აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

ისინი მანქანების თეთრად გადაღებვის რეგულაციის გადავადებას ითხოვენ; ამბობენ, რომ ავტომანქანების გადაღებვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისის მერიის მიერ გაცემული ვაუჩერის ღირებულებაა.

ასევე, მძღოლები აცხადებენ, რომ ავტომანქანების თეთრად გადაღებვა, მათ მოძრავ ქონებას საბაზრო ფასს შეუმცირებს.

„გუშინ გამოაცხადა მერიამ, რომ ტაქსის ვაუჩერი 137-მა მძღოლმა აიღო; დაიმახსოვროს ამ მთავრობამ არჩევნებზე 137 ხმა ექნებათ; ჩვენ ავირჩიეთ კახა კალაძე, რომ ემართა ქალაქი და არა - ეძარცვა ხალხი. თუ ვერ მოვრიგდებით, ქუჩის აქციების იქით გზა არ გვაქვს; კრედიტები გვაქვს ყველას და კალაძე გადაგვიხდის თუ ივანიშვილი?“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები