კრედო ბანკმა Global Alliance for Banking on Values (GABV)-ის 2024 წლის ევროპის რეგიონალურ შეკრებას საქართველოში, თბილისში უმასპინძლა. ღონისძიებაზე, გამოცდილებისა და საერთო გამოწვევების გასაზიარებლად, შეიკრიბა 17 ევროპული წევრი ბანკის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერები. მონაწილეებმა ისაუბრეს კაპიტალის სტრატეგიებისა და ფინანსური ჩართულობისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, რაც მხარს უჭერს ღირებულებებზე დაფუძნებული საბანკო საქმიანობის გაძლიერებას.
“როგორც GABV-ის ერთადერთ წევრს საქართველოდან, გვქონდა პატივი გვემასპინძლა ევროპის რეგიონალური შეხვედრისთვის და გამოგვეხატა ჩვენი ჩართულობა ღირებულებებზე დაფუძნებული საბანკო საქმიანობის მიმართ,“ განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ. “GABV-ის წევრობა კრედო ბანკს აკავშირებს ფინანსური ინსტიტუტების იმ გლობალურ გაერთიანებასთან, რომელიც მხარს უჭერს პოზიტიურ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებს. აღნიშნული ჩართულობა აძლიერებს ჩვენს მიზანს, მივაწოდოთ მომხმარებლებს ხელმისაწვდომი და ინოვაციური ფინანსური პროდუქტები და მომსახურება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს მათი ერთიანი ძალისხმევისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას."
GABV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ რონერმა განაცხადა: ,,აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული შესაძლებლობა იყო კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო მიზნისთვის იდეებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად. მოხარულნი ვართ, რომ შეხვედრას 21 ევროპული წევრიდან 17 წარმომადგენელი ესწრებოდა GABV-ს საბჭოს წევრებთან ერთად. შეხვედრის დროს აღსანიშნავი იყო კრედო ბანკის ისტორია, როგორ გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სიდიდით მეხუთე და ერთ-ერთი ყველაზე ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მესამედს ემსახურება. ძირითადი განხილვის თემები მოიცავდა ადვოკატირების მნიშვნელობას, ევროპის სოციალური ეკონომიკის მხარდაჭერას და კაპიტალისა და ფინანსური ზრდის სტრატეგიებს.“
The Global Alliance for Banking on Values (GABV) წარმოადგენს საბანკო ინდუსტრიის წამყვანი ორგანიზაციებისა და ლიდერების საერთაშორისო ქსელს, რომელიც იყენებს ფინანსებს ადამიანებისა და პლანეტისთვის. მისი მისიაა ღირებულებებზე დაფუძნებული საბანკო საქმიანობის გაფართოება და გაძლიერება, რათა ხელი შეუწყოს სოციალურ თანასწორობას, გარემოსდაცვით ცვლილებებს და კეთილდღეობას. GABV-ს 45-ზე მეტ ქვეყანაში 70 წევრი ორგანიზაცია ჰყავს და მათთან ერთად, 145,000 თანამშრომლით, ემსახურება 50 მილიონამდე მომხმარებელს. GABV-ის აქტივების საერთო რაოდენობა 265 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 93 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, შვეიცარული responsAbility Investments AG, ნიდერლანდური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.