მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედო ბანკმა Symbiotics Investments-ისგან $13 მლნ-ს (₾36 მლნ) მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა

კრედო ბანკმა Symbiotics Investments-ისგან $13 მლნ-ს  (₾36 მლნ) მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა
24.06.24 11:14
2135

კრედო ბანკმა Symbiotics Investments-ისგან 13 მილიონი დოლარის (36 მილიონი ლარი) მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სამწლიანი რესურსი მიზნად ისახავს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ Symbiotics -ის 100 მილიონ ლარზე მეტი მიმდინარე ჯამური ინვესტიციის 80% ეროვნულ ვალუტაშია, რასაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციაში.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო Symbiotics Investments-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის. აღნიშნული ინვესტიცია ხელს უწყობს ქართველ ფერმერთა დაფინანსებას ადგილობრივ ვალუტაში, რაც აუცილებელი პირობაა მათი განვითარებისთვის. ამასთანავე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უწყვეტად ვაგრძელებთ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას და ვგეგმავთ დამატებით 175 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიციას ზაფხულის პერიოდში." - განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

„ეს ახალი ტრანზაქცია კრედო ბანკთან 2006 წელს დაწყებული გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ბანკის სტაბილურ განვითარებაში, რითაც მხარს ვუჭერთ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს საქართველოში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბანკის გუნდსა და ჩემს კოლეგებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებაში.“- განაცხადა Symbiotics Investments-ის კავკასისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურმა მენეჯერმა ალექსანდრ ფანდომ.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 90 სერვისცენტრით, 480 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს ქართველ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე ფინანსური ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ნიდერლანდური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.


Symbiotics Investments-ის შესახებ

Symbiotics განვითარებად და მოწინავე ბაზრებზე წვდომის წამყვანი პლატფორმაა გავლენიანი ინვესტიციებისთვის. იგი პარტნიორებს სთავაზობს ინვესტიციების, აქტივების მართვისა და შესაძლებლობათა განვითარების სერვისებს. 2005 წლიდან, Symbiotics Investments-მა ჯამურად 9.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის, 7,800-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 96 ქვეყნის 597 კომპანიაში. symbioticsgroup.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები