მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედო ბანკსა და EBRD-ს შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ლარში დენომინირებული $16 მლნ-ის ხელშეკრულება გაფორმდა

63e1fdefa0154
BM.GE
07.02.23 11:41
887
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული 16 მილიონი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა.

• დაფინანსება ქართული კომპანიების და ქალი მეწარმეების ხელშეწყობისათვის
• ქვე-სესხები გაიცემა ეროვნულ ვალუტაში გაცვლითი კურსით გამოწვეული რისკებისგან დასაცავად
• მომხმარებლები ისარგებლებენ ევროკავშირი საგრანტო პროგრამით და დონორებით დაფინანსებული საკონსულტაციო მომსახურებით

კრედო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს 16 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ პაკეტს. სესხი დენომინირებულია ეროვნულ ვალუტაში და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების, ასევე, ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის წახალისებას საქართველოში.



ფინანსური პაკეტი შედგება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზისგან, 4 მილიონი დოლარი კი EBRD-ის ქალები ბიზნესში პროგრამის შემადგენელი ნაწილია და ხელს უწყობს ქალების მონაწილეობას ბიზნესში ფინანსებზე წვდომის ზრდისა და საკონსულტაციო მომსახურებას საშუალებით. პროგრამას საქართველოში მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი.

კრედო ბანკი ასევე, მიიღებს 2 მილიონ დოლარს EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს, ინვესტიცია განახორციელონ ახალ აღჭურვილობაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებში, რათა გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. მსესხებლები მიიღებენ 15 პროცენტამდე გრანტს წარმატებული ინვესტიციის შემდეგ და ისარგებლებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერით. ამ ორ კომპონენტს აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

„მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ბიზნესის, ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას საქართველოში, რომელთაც სურთ მოახდინოთ ინვესტიცია განვითარებაში, უფრო მწვანე და კონკურენტუნარიან მომავალში. პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ, რომ მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ მცირე ბიზნესისათვის, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის მდგრად განვითარებას,’’ განაცხადა კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ვულოცავთ კრედო ბანკს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებთან. ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქალთა მეწარმეობას და მწვანე ეკონომიკას საქართველოში.’’

კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ განაცხადა: "მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უკვე 15 წელს ითვლის. ეს კომპლექსური ფინანსური პაკეტი, რომელიც დენომინირებულია ადგილობრივ ვალუტაში მხარს უჭერს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ზრდის ფინანსებთან ხელმისაწვდომობას ქალი მეწარმეებისათვის, და ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ბიზნესის მდგრადობას. მინდა მადლობა ვუთხრა მთლიან გუნდს, ვინც ამ ტრანზაქციაზე მუშაობდა, განსაკუთრებით კი თბილისის ოფისს ძალისხმევისა და თანამშრომლობისათვის.’’


კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე ბანკია საქართველოში და წელს პირველად შეუერთდა EBRD-ს ქალები ბიზნესში და EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამებს. კრედო ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტიური პარტნიორია და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა დაახლოებით 5 მილიარდ ევროს მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 280-ზე მეტ პროექტში.

EBRD-ს შესახებ
EBRD მულტილატერალური ბანკია რომელის ხელს უწყობს კერძო სექტორისა და მეწარმეობრივ ინიციატივებს 36 ქვეყანაში 3 კონტინენტის მასშტაბით. ბანკის მფლობელია 71 ქვეყანა, ასევე, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. EBRD-ის ინვესტიციები მიზნად ისახავს რეგიონებში ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას, ინკლუზიურობას, ძლიერ მმართველობას, მდგრადობას და ინტეგრირებულობას.

კრედო ბანკის შესახებ
კრედო ბანკი მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 84 სერვისცენტრით 460 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.

პრეს კონტაქტი
მეგი გურგენიძე Mgurgenidze@credo.ge, ტელ: +995 599 84 80 84
ვებ-გვერდი: www.credobank.ge  — კომუნიკაციების ოფისი: +995 32 2 42 42 42
communication@credo.ge 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები