აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Kreston Georgia რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და საერთაშორისო ქსელის – Kreston Global-ის წევრია საკმაოდ დატვირთული წლის ბოლოს შედეგებს ითვლის. კომპანიამ 2023 ში ხარისხის მართვის სისტემის ორი სრული მონიტორინგი დაამატა. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული ხარისხის მართვის სისტემის სრული მონიტორინგის შედეგად, საჯარო დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება და აუდიტორული ფირმებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კატეგორიების შკალის გათვალისწინებით, მეორე კატეგორია მიენიჭა.
Kreston Global-ი მსოფლიოს ბაზარზე 115 ქვეყანაში 820 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. იგი აერთიანებს 25 000 პროფესიონალს და 160 წევრ ფირმას, თუმცა მათი მიზანი მაქსიმალური საერთაშორისო დაფარვის უზრუნველყოფა და ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაა, მათ შორის საქართველოში.
სტუმარი: ლევან პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი;