2008 წლიდან მსოფლიოში გაჩნდა ახალი ციფრული ვალუტა, რომელსაც ბიტკოინი ეწოდება და რაც ყველასათვის კარგად ნაცნობია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია გასული,მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და შესაბამისად კომპანიებშიც, კრიპტო ვალუტის გამოყენება ტრანზაქციებისთვის ჯერ კიდევ უცხო თემაა. ჯერ არც თუ ისე ბევრი, თუმცა არსებობენ ორგანიზაციები რომლებიც კრიპტო ვალუტას გამოიყენებენ ვაჭრობისთვის. უძრავი ქონების სფეროში პირველი კრიპტო ტრანზაქცია ოფიციალურად 2017 წლის 18 სექტემბერს დაფიქსირდა, კერძოდ ტექსასში, საბროკერო კომპანია Sotheby’s International-მა ბიტკონის საშუალებით პირველი უძრავი ქონების გარიგება შეასრულა. ამ ტრანზაქციის განხორციელების შემდგომ, გამოჩნდა კიდევ უფრო ძველი ტრანზაქციებიც, რომლებიც 2014 წელს იყო შესრულებული. აქედან ჩაეყარა საფუძველი უძრავ ქონებაში კრიპტო ვალუტის გამოყენებას. საინტერესოა ამ ფაქტის შემდგომ როგორ ვითარდება მოვლენები და რამდენად მოიკიდა ფეხი კრიპტომ უძრავი ქონების როგორც მსოფლიო ასევე საქართველოს ბაზარზე.
სტუმარი: თინა კვინტრაძე - Bitnet-ის თანადამფუძნებელი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად