მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა FTX-ის ვიცე-პრეზიდენტს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

რაიან სალამე

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის ვიცე-პრეზიდენტს და ციფრული ბაზრების ხელმძღვანელს, რაიან სალამეს 7.5 წლით მიესაჯა.

თავად სემ ბენკმენ-ფრიდის შემდეგ, სალამე რიგით პირველი მაღალჩინოსანია, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა FTX-ის წინააღმდეგ საქმე ამით არ დახურულა, ვინაიდან, გამოძიება ათამდე პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, პატიმრობა მათაც მიესაჯოთ.

FTX-ის ხელმძღვანელობას ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, თაღლითობით და ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.

კომპანიის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით მიესაჯა. გარდა ამისა, მის კომპანიას 11 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ FTX ერთ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა იყო. 2022 წელს FTX-მაც კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის აქტივები დაკარგეს. FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა კი $200 მილიარდს აღწევს, რაც მას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თაღლითურ პროექტად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები