8 მაისიდან საქართველოს ბანკმა ინვესტირების შესაძლებლობები გააფართოვა და მობილბანკში კიდევ ერთი ინოვაციური ინსტრუმენტი დაამატა, რომლითაც მომხმარებლებს მსოფლიოს 50 ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის კრიპტოს შეძენა და გაყიდვა პირდაპირ მობილბანკიდან შეუძლიათ.
ახალი პროდუქტი პორტფოლიოს დივერსიფიცირების გზას და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ერთად, ინოვაციური ციფრულ აქტივების ფლობაც სურს.
რა დახვდებათ საქართველოს ბანკის ციფრულ სივრცეში კრიპტოთი დაინტერესებულ მომხმარებლებს და რა შესაძლებლობაა ეს?
სტუმარი: მაია გორგილაძე - საქართველოს ბანკი, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე


































