მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიშტიანუ რონალდუს ბოიკოტით საუდის არაბეთმა $2,4 მილიარდი დაკარგა

კრიშტიანუ რონალდუს ბოიკოტი საუდის არაბეთს

კრიშტიანუ რონალდუმ ბოიკოტის გამო, საუდის არაბეთის ლიგის ბოლო 2 ტური გამოტოვა. გამოცემა Speedline ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პროტესტის გამო ტელეკომპანია FOX Sports-მა საუდის არაბეთის ჩემპიონატის გაშუქების შეწყვეტა გადაწყვიტა. ტელეკომპანიის ამ გადაწყვეტილების გამო კი საუდის არაბეთის ჩემპიონატმა დაახლოებით $2.4 მილიარდი დაკარგა.

FOX Sports საუდის პრო ლიგის გლობალური მედია გახლავთ, რომელიც ასევე არაერთ კომერციულ პროექტებს უკავშირდება. ფინანსური ზარალის პარალელურად, ჩემპიონატი საიმიჯო ზარალსაც იღებს და შესაძლოა ამ კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს.

რონალდუმ თამაშზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც "ალ-ჰილალმა" კარიმ ბენზემა გაიფორმა. კრიშტიანუ თვლის, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, რომელიც "ალ-ნასრის", "ალ-ჰილალის", "ალ-აჰლისა" და "ალ-იტიჰადის" მმართველია, მიკერძოებას იჩენს, რაც სამართლიან კონკურენციას ანადგურებს. რონალდუ ხვდება, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულება არ იცვლება. უსამართლო კონკურენციის გარდა, გრძელდება ფეხბურთელებისთვის, გუნდის პერსონალისა და თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები