ქართულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო დეველოპერული კომპანია, კრისტალ ჯგუფი 16 წლისაა. კრისტალ ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი და კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტურიზმის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ბაკურიანში. დღეს კომპანია წარმატებულ 10-ზე მეტ დეველოპერულ და 15 ინფრასტრუქტურულ პროექტს ითვლის. ამასთან ერთად კრისტალ ჯგუფი ახალ პროექტს „პარკ ჰოტელს“ — გვიანონსებს. ეს პროექტი შესაძლოა სწორედ ის არის, რასაც შეიძლება ეძებდეთ - პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი. პარკ ჰოტელი ბაკურიანში, უშუალოდ "კრისტალ პარკის" მიმდებარედ შენდება და მდებარეობით უნიკალურია არამხოლოდ რეგიონის, ქვეყნის მასშტაბითაც. "პარკ ჰოტელი" კრისტალის საკურორტო ზონაშია - ეს კი ბაკურიანში საუკეთესო საკურორტო ზონაა.
სტუმრები:კესო ბიგვავა - "კრისტალ ჯგუფის“ PR-მენეჯერი;
ანა ჩინჩალაძე - "კრისტალ ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერი