„კრისტალის“ ისტორია 1995 წელს დაიწყო, როცა ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფმა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დააარსა.1998 წელს ცენტრმა მიკროდაკრედიტების საპილოტე პროგრამისთვის დაფინანსება — 10 000 აშშ დოლარი მიიღო და პირველი კრედიტიც გასცა. წარმატებულ პროექტს ახალი გრანტები, პირველი კომერციული სესხის მიღება და არაერთი მიკრომეწარმის დაფინანსება მოჰყვა. 2004 წელს კი ცენტრს დაკრედიტების პროგრამა ცალკე გამოეყო. ასე შეიქმნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფონდი „კრისტალი“, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა კრედიტების ხელმისაწვდომობა და ქვეყნის მიკროდაფინანსების სფეროს განვითარებაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა.
25-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: და დღეს „კრისტალი“ უკვე ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია. იგი წარმოდგენილია 50 ფილიალით, მართავს 450 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო პორტფელს მართავს, ემსახურება 120 ათასზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს და ასაქმებს 1200-ზე მეტ ადამიანს. კრისტალის გუნდმა გადაწყვიტა დროის კაფსულა შეექმნათ, სადაც გუნდის წევრებმა საკუთარი სურვილები და გზავნილები მოათავსეს, საიმედოდ დალუქეს და კიდევ უფრო საიმედოდ, კრისტალის საცავში შეინახეს ეს დროის კაფსულა და შეთანხმდნენ, რომ ზუსტად 25 წლის თავზე, 2048 წლის 16 ნოემბერს გახსნიან და გაუზიარებენ საზოგადოებას.
სტუმარი: არჩილ ბაკურაძე - „კრისტალი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;