მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალი ბიზნესპროცესებში ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს

კრისტალი ბიზნესპროცესებში ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს
03.10.24 11:26
1105

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ბიზნესპროცესებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვაზე მუშაობს. კომპანია ეტაპობრივად ქაღალდის დოკუმენტების ამოღებასა და საქმიანობის სრულად გაციფრულებას გეგმავს.

პროექტი ხელს შეუწყობს ქაღალდის მოხმარებისა და გარემოზე ზიანის, ასევე, მატერიალურ ხელმოწერასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების — პრინტერების, კარტრიჯების, დაარქივების, საკურიერო სერვისებისა და ა.შ. შემცირებას. ამას გარდა, ის გაზრდის თანამშრომლების დროის ოპტიმიზაციასა და სამუშაო პროცესის მოქნილობას, გაამარტივებს გარიგებებსა და დოკუმენტების ერთიან, დაცულ სივრცეში შენახვას.

ორგანიზაციული პროცესებისა თუ მომხმარებლებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზების დიგიტალიზაცია „კრისტალის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ მიზნით, კომპანია მუდმივად ნერგავს ციფრულ გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს მას, იყოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოყენების თვალსაზრისით.

„ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა და ციფრულ დოკუმენტბრუნვაზე გადასვლა მჭიდროდ უკავშირდება „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი პრიორიტეტის - ეკომეგობრულობის, მწვანე მიმართულების რეალიზებას და წარმოადგენს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვან, პოზიტიურ მაგალითს,“- აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია.

საგულისხმოა, რომ „კრისტალი“ საბანკო ტრანსფორმაციის საპასუხისმგებლო ეტაპზეა და ამ პროცესში ორგანიზაციული ღირებულებების — დიგიტალიზაციისა და გარემოზე ზრუნვის მხარდაჭერა სტაბილურად გრძელდება. საბანკო ტრანსფორმაციის შემდგომაც ეს მხარდაჭერა კვლავაც პრიორიტეტად დარჩება და ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება კიდევ უფრო გაღრმავდება.

პროექტი ხორციელდება კომპანია Signify-სთან თანამშრომლობით, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმისა და დოკუმენტების მოქნილად და უსაფრთხოდ შენახვის წამყვანი მიმწოდებელია. მისი სერვისების მომხმარებელი ამჟამად 500-მდე ბიზნესკომპანიაა, მათ შორის კომერციული ბანკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები