მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალი": სებ-ს რეგულაციების ასამოქმედებლად დამატებითი დრო არ დასჭირდება

5be91df8aa294
სალომე მეცხვარიშვილი
12.11.18 11:05
922
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ხელმძღვანელის არჩილ ბაკურაძის ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციების ასამოქმედებლად დამატებითი დრო არ დასჭირდება. არჩილ ბაკურაძის თქმით, დამატებითი დრო სექტორმა გამოიყენა იმისთვის, რომ სესხის შემზღუდავი რეგულაციები უმტკივნეულო იყოს როგორც მომხარებლისთვის, ასევე, ბაზრისთვის.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკი რეგულაციებს აამუშავებს 15 ნოემბრიდან. ჩემი აზრით, საკმარისი დრო არის, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი დიალოგი შედგა და ეროვნულ ბანკს არ უნდა გაუჭირდეს რეგულაციის დაწყება.

მივაღწიეთ უფრო მაღალი დონის ურთიერთგაგებას ეროვნულ ბანკთან, შევთანხმდით ამ რეგულაციის განხორციელების გეგმაზე. ეს დრო გამოვიყენეთ, რომ მისი ძალაში შესვლა იყოს უფრო უმტკივნეულო, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბაზრისთვის“,- აცხადებს ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალი საბანკო რეგულაციები ძალაში პირველი ნოემბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა მისი ამოქმედება 2 კვირით გადადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები