დაანონსებული საბანკო რეგულაციების გამო აჟიოტაჟური მოთხოვნა იყო ოქტომბერში,- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ხელმძღვანელი არჩილ ბაკურაძე აცხადებს.
მისი თქმით, მოსახლეობაში არსებობდა მოლოდინი, რომ პირველი ნოემბრიდან ძალაში შედიოდა რეგულაციები, რომლებიც სესხის აღებას ზღუდავს, ამიტომ სესხებზე საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა.
"გარკვეული აჟიოტაჟური მოთხოვნა იყო ოქტომბერში. იყო განცდა და სენტიმენტი, რომ პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდოდა რეგულაციები და ძალიან შეიზღუდებოდა სესხები. დიდი იყო კონკურენცია. ახლა დამშვიდდება ბაზარი, რადგან საბოლოო ჯამში რეგულაცია იღებს ისეთ სახეს, რომ ძალიან არ უნდა შეიზღუდოს დაკრედიტება. თუმცა, იქნება გარკვეული შეზღუდვები, ჩვენ ველოდებით, რომ ბაზარი არ გაიზრდება ისე, როგორც სხვა წლებში იქნებოდა",- აცხადებს არჩილ ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალი საბანკო რეგულაციები ძალაში პირველი ნოემბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა მისი ამოქმედება 2 კვირით გადადო.