2025 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორის ჯამურმა საკრედიტო პორყფელმა 1.55 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2024 წლის მესამე კვარტალთან, შედარებით 407 მილიონი ლარით ნაკლებია, რაც დაკავშირებულია აღნიშნული პერიოდის შემდეგ ორი მისოს - კრისტალის და MBC-ის მიკრობანკებად გარდაქმნასთან, რის გამოც მათმა საკრედიტო პორტფელმა საბანკო სფეროში გადაინაცვლა და მისოებს მოაკლდა.
2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების საკრედიტო პორტფელში ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის, რომელიც ძირითადად ოქროთი და ოქროს ნაკეთობებით არის უზრუნველყოფილი. ამ კრედიტების ჯამური პორტფელი 1.17 მილიარდ ლარს შეადგენს.
მეორე ადგილს 240 მილიონი ლარით სამომხმარებლო სესხები იკავებს, მესამეზე კი ვაჭრობის სექტორზე გაცემული კრედიტებია 75 მილიონი ლარით.
მთლიანობაში მისო-ების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 791 ათასია, ხოლო სესხის საშუალო მოცულობა 1,964 ლარს შეადგენს.
| კატეგორია | სულ თანხა | სულ სესხების რაოდენობა | სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| ლომბარდი | 1,172,139,307 | 729,542 | 37% |
| სამომხმარებლო სესხები | 239,703,746 | 41,816 | -53% |
| ვაჭრობა და მომსახურება | 74,707,163 | 13,603 | -59% |
| სოფლის მეურნეობა | 49,017,864 | 6,181 | -58% |
| იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები | 17,111,776 | 549 | -33% |
| სხვა | 2,934,051 | 201 | -63% |
| განვადება | 56,175 | 83 | -99% |




























