„კრისტალის“ ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ბირჟის ცნობით, 17 მაისიდან სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის“ მიერ გამოშვებული 2 წლიანი, 10 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. ობლიგაციების დაფარვის თარიღია 2019 წლის 28 დეკემბერი.