მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ ამერიკულ საინვესტიციო ფონდ DWM-თან და ბელგიურ საინვეტიციო კომპანია INCOFIN-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კრისტალმა დამატებითი ინვესტიციის სახით 10 მილიონი ლარის მოზიდვა შეძლო.
როგორც საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს თანამშრომლობა პირველი არ არის და ისინი „კრისტალთან“ უკვე წლებია ამ მიმართულებით მუშაობენ.
“დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი წარმატებული საინვესტიციო თანამშრომლობი. DWM ამერიკული საინვესტიციო ფონდია, რომელმაც კომპანია „კრისტალში“ ინვესტიცია განახორციელა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი საინვესტიციო ფონდი „კრისტალთან“ თანამრომლობს. პირველი ინვესტიცია კრისტალში 2011 წელს განვახორციელეთ, შემდგომი თანამშრომლობა 2016 წელს იყო და დღეს უკვე მესამედ ვახორცილებთ „კრისტალში“ ინვესტიციას. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიას განვითარების დიდი პერსპექტივები აქვს“, - ამბობს ამერიკული საინვესტიციო ფონდის - “DWM” მმართველი დირექტორი ალემ რემტულა.
თავის მხრივ, როგორც „კრისტალის“ დირექტორი არჩილ ბაკურაძე აცხადებს, აღნიშნული თანხა კომპანიას საშუალებას მისცემს სასესხო პორტფელი გაზარდოს და შესაბამისად კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოემსახუროს.
როგორც ბაკურაძე ამბობს, კრისტალი ფინანსური ჩართულობის კომპანია იქნება, რაც მომხმარებლებისთვის უფრო ფართო სპექტრის მომსახურებების შეთავაზებას გულისხმობს.
“ამერიკელმა და ევროპელმა ინვესტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაემატებინათ კაპიტალი, რითაც მოხდება კაპიტალის ადეკვატურობის გაზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ ჩვენი მოსახურება და განვახორციელოთ კომპანიის ახალი სტრატეგია. ამ სტრატეგიის დანიშნულება არის ის, რომ „კრისტალი“ გახდეს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის მომსახურების უფრო ფართო სპექტრის მიწოდებას. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ კრედიტით, ეს მოიცავს ბევრ სხვა სფეროს როგორც ფინანსური ისე არაფინანსური მიმართულებით“, - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” ხელმძღვანელი.
კომპანია „კრისტალი“ ქართულ ბაზარზე 270 მილიონი სასესხო პორტფელს მართავს; „კრისტალში“ დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის მომსახურებით სარგებლობა კი, 62 ფილიალშია შესაძლებელი.

























