მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალმა“ დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინელი დევნილების მხარდამჭერი პროექტი წარუდგინა

„კრისტალმა“ დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინელი დევნილების მხარდამჭერი პროექტი წარუდგინა
31.10.24 11:50
287

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ პროექტი, რომელიც კომპანიამ სპეციალურად უკრაინელი დევნილების მხარდასაჭერად განახორციელა, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ ჟენევაში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ორგანიზებულ შეხვედრაზე, მსხვილ დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკრაინელი დევნილებისთვის სპეციალურად შექმნილი პროექტი გააცნო.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალი დაფინანსების წყაროების მოზიდვას მსოფლიოში -დევნილთა დაფინანსებისთვის.

2022 წლიდან “კრისტალი” უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის დაწყება ან განვითარება სურთ, ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე ამგვარი შეთავაზება პირველია და მას ანალოგი არ აქვს. პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ომის შემდეგ დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად ჩამოვიდა და აქვს ბინადრობის უფლება.

“კრისტალის ისტორია დევნილობას უკავშირდება და კარგად ვიცით იძულებით გადაადგილებული პირებისრადგან აფხაზეთის ომის შემდეგ, კრისტალის დამფუძნებლების და მენეჯმენტის დიდმა ნაწილმაც სწორედ ის გზა გაიარა. გვესმის, თუ რამდენად რთულია დევნილებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და რა როლს თამაშობს ის მათ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში. ეს ფაქტი იქცა მთავარ მოტივაციად, რამაც გადაგვაწყვეტინა პირველ რიგში უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული მეწარმეებისთვის მხარი დაგვეჭირა და ამგვარი სერვისები შეგვეთავაზებინა. IFC-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა კი ჩვენთვის კიდევ ერთი მოტივატორია, რომ უფრო მეტ ორგანიზაციას და დონორს მივაწვდინოთ ხმა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე”, - აღნიშნა “კრისტალის” უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.

შეგახსენებთ, რომ კრისტალში უკრაინის მოქალაქეებს რამდენიმე პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ: სტარტაპ სესხით, რომელიც საქართველოში ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვისაა განკუთვნილი და ბიზნეს სესხით, რომლის მომხმარებლებიც ის ადამიანები არიან, ვისაც თანხა უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის ესაჭიროებათ.

ამას გარდა, „კრისტალი“ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიზნესის განვითარებისთვის დანადგარების ან ტექნიკის შეძენა სჭირდებათ, ალტერნატიულ ფინანსურ პროდუქტს, ლიზინგსაც სთავაზობს, რაც მათ გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისა და ფინანსებზე გამარტივებული წვდომის საშუალებას აძლევს.

IFC-ის შესახებ:
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 100 ზე მეტ ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

  • დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: ifc.org

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები