საფინანსო სექტორში ცვლილებებია, ბაზარზე მიკრობანკები გამოჩნდნენ. ემბისის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის ლიცენზია კრისტალს მიანიჭა. ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების მთავარი სეგმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაა. არის მოლოდინი, რომ ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომა, მათ შორის დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა მიკრობანკების მომხმარებლებისთვის სასესხო პროდუქტებს გააიაფებს. ამ ფონზე კი ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკების ბაზარზე გადასვლით, მისოების სექტორი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, ხოლო ბაზარზე სალომბარდე და სამომხმარებლო სესხების წილი კიდევ უფრო გაიზარდა. რა იცვლება საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების გამოჩენით, რამდენად შეძლებენ ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციები ბანკებისთვის კონკურენციის გაწევას და როგორ დაასრულა მიკროსაფინანსო სექტორმა 2024 წელი?
სტუმარი: ილია რევია - „კრისტალის“ გენერალური დირექტორი