მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალმა PROPARCO-სგან 10 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

648809f3b02fc
BM.GE
13.06.23 10:34
718
პროპარკომ კრისტალი 10 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც კომპანიის საკრედიტო პორტფელის განვითარებას მოხმარდება. კრისტალი ქვეყანაში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობას, ძირითადად რეგიონებში ახორციელებს და ფოკუსირებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებსა (MSME) და სოფლის მეურნეობის სექტორზე აკეთებს. რესურსი გაცემულია ევროკავშირის EFSD COVID პროგრამის ფარგლებში, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად შეიქმნა.

კრისტალმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიკროსაკრედიტო საქმიანობა 1998 წელს დაიწყო და იძულებით გადაადგილებულ პირებს ემსახურებოდა. როგორც არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტი, კრისტალი თავისი სოციალური მისიის ერთგული რჩება: მის ძირითად საქმიანობას კვლავაც წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიკროსესხების გაცემა (პორტფელის 58%) და მეწარმე ქალთა გაძლიერება.

პროპარკოს მიერ კრისტალისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი (10 მილიონი აშშ დოლარი) გაცემულია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის (EFSD) გარანტიის ქვეშ, კერძოდ კი ევროკავშირის "Emergency Covid Response" კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების გზით, კრიზისის შედეგად დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

"მოხარულები ვართ, რომ განვამტკიცეთ კრისტალთან, საქართველოში წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან პარტნიორობა. კრისტალი საქმიანობას ძირითადად რეგიონებში ეწევა, ახალი ტრანზაქცია კი, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო აძლიერებს, კრისტალს მიკროსესხების პორტფელის გაზრდის საშუალებას აძლევს – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა MSME და სოფლის მეურნეობის სექტორი უკრაინის ომის შედეგებს განიცდის“, - აცხადებს სტეფან ფრუასარდი, პროპარკოს თურქეთის, კავკასიის, ბალკანეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.

„სოლიდური რეპუტაციის მქონე ინვესტორებთან პარტნიორობა, როგორიცაა პროპარკო, ღირებული შესაძლებლობაა საქართველოში MSME სექტორის გასაძლიერებლად. მიღებული რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო მეწარმეების შემდგომ მხარდაჭერას, რაც საშუალებას მისცემს მათ გაზარდონ თავიანთი საქმიანობა და წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში“ - აღნიშნა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ.

პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების: „არა სიღარიბეს“ (SDG 1), „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ (SDG 8) და „შემცირებული უთანასწორობა“ (SDG 10) მიღწევას.

პროპარკოს შესახებ
პროპარკოს, Agence Française de Développement Group-ის შვილობილ კომპანიას, კერძო სექტორთან მუშაობის 45 წლიანი გამოცდილება აქვს. 23 ადგილობრივი ოფისით წარმოდგენილი საერთაშორისო ქსელის საშუალებით, პროპარკო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან და აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში არსებული გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი გადაწყვეტილებების მოძიებას უწყობს ხელს. პროპარკო გამოირჩევა ექსპერტული გამოცდილებით, ასევე ფინანსური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრით, რომლებიც მორგებულია ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. აღსანიშნავია პროპარკოს ტექნიკური დახმარების პროგრამა Propulse, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორების შედეგებისა და ეფექტურობის გაზრდას. 2023-2027 წლების პროპარკოს ახალი სტრატეგია "ერთად მეტი შედეგისთვის” ითვალისწინებს პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალ გზებს (http://www.proparco.fr/en/strategy ).

კრისტალის შესახებ
სს მისო კრისტალი საქართველოში წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და ლიდერი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია. კრისტალი მართვას 400 მილიონიან სასესხო პორტფელს, მის 50 ფილიალში დასაქმებული თითქმის 1,000 თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით 125 ათასზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“ ოპერირებს როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა და მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას აწვდის. „კრისტალი“ რეგიონში პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საერთაშორისო კომპანია Fitch Ratings-ის ფინანსური შეფასება მიიღო. 2018 წლის დეკემბერში, კრისტალი საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა - „მელიორა 2018”.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები