მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრისტიან ჰორნერმა “Red Bull Racing”-ი დატოვა

კრისტიან ჰორნერი რედ ბულიდან წავიდა

კრისტიან ჰორნერი, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა “Red Bull Racing”-ს, გუნდის გენერალური დირექტორის პოზიცია დატოვა. ინფორმაციას სპორტული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“Red Bull-მა გაათავისუფლა კრისტიან ჰორნერი ოპერაციული მოვალეობებიდან 9 ივლისის მონაცემებით და მისი ადგილი Red Bull Racing-ის გენერალურ დირექტორის პოზიციაზე ლორან მეკიესმა დაიკავა.“

ამ დროის განმავლობაში, Red Bull-მა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი რვაჯერ მოიგო, რომელთაგან ბოლო ოთხი ტიტული მაქს ვერსტაპენს ეკუთვნის.

ჰორნერის წასვლა გუნდის ფორმის ვარდნასა და შიდა დონის დაძაბულობას მოჰყვა, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც 17 თვის წინ გუნდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰორნერი სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობრივი, მანიპულაციური ქცევის პრაქტიკაში დაადანაშაულა.

ოლივერ მინცლაფმა, რომელიც Red Bull-ის კორპორაციული პროექტებისა და ინვესტიციების გენერალური დირექტორია, ჰორნერს დიდი მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის:

“ვიცით, რომ კრისტიან ჰორნერის გამოცდილება, ინოვაციური აზროვნება და ერთგულება კრიტიკული იყო Red Bull Racing-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მიმზიდველ F1 გუნდად ქცევაში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, კრისტიან. შენ ყოველთვის დარჩები ჩვენი გუნდის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.“ - განაცხადა ოლივერ მინცლაფმა.

ჰორნერი Red Bull-ში მუშაობდა 2005 წლიდან და აქტიური როლი ითამაშა გუნდის ჩამოყალიბებაში და მის მსოფლიო ჩემპიონად გადაქცევაში. მისი გათავისუფლება ხდება იმ ფონზე, როდესაც იზრდება გაურკვევლობა გუნდის 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი პილოტის, მაქს ვერსტაპენის მომავლის გარშემო.

ნიდერლანდელი პილოტი კონტრაქტით “Red Bull-ს” 2028 წლამდე უკავშირდება, თუმცა მას უკვე აკავშირებენ “მერსედესთან”, სადაც შესაძლოა მომდევნო სეზონიდან გადავიდეს.

“Red Bull-მა” მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი რბოლა მოიგო, ვინაიდან ლიდერის პოზიცია “McLaren-მა” გადმოიბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები