მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრისტინ ლაგარდი IMF-ს ტოვებს, ის ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად წარადგინეს

5d1ba7267d58c
BM.GE
02.07.19 22:45
793
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა, რომ მოხარულია ფაქტით, რომ ის ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს. 

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ლაგარდის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვის შემდეგ ევროპარლამენტში გაიმართება მსჯელობა. 

არჩევის შემთხვევაში, ფრანგი პოლიტიკოსი ECB-ის 8 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები