„ინვესტორებს არ უყვართ სიურპრიზები, მათ პროგნოზირებადი გარემო სურთ“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა პრემიერ-მინისტთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვას - დღევანდელი სასამართლო სისტემა არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი ინვესტორებისთვის, ლაგარდმა შემდეგი პასუხი გასცა:
“ინვესტორებს სურთ პრონოზირებადი გარემო, მათ არ უყვართ სიურპრიზები, როდესაც ინვესტიციებს ახორციელებენ. მათ შორის არც - საგადასახადო, არც -საკანონმდებლო და არც - სასამართლო სისტემებში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ნებისმიერ ქვეყენაში - საქართველო იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადი იყოს და ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში.
მეორე ასპექტი - ესაა ნდობა. ნდობა კი, ყველა უწყების მიმართ შედარებით დაბალია მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ - საქართველოში. პოლიტიკური პარტიების მიმართ, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობაა აშკარაა. ეს ორივე მნიშვნელოვანი კომპონენტია. დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზი უნდა არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძლდება საქართველოში”, - განაცხადა ლაგარდმა.

























