მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრისტინ ლაგარდი: "საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს ან უნდა იყოს უფრო მაღალი

5ce2851b8b0f3
თელარა გელანტია
20.05.19 14:43
1087
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების და ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს.

ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას“.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება ან უნდა იყოს უფრო მაღალი. 4.6%-ია წელს პროგნოზირებული, მაგრამ 5%-ია მომავალ წელს. ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა... მთავარი გამოწვევა და ბარიერი არის ორი - ადგილობრივი ანუ რა პრობლემები, რა ბარიერები და ეკონომიკური ასპექტები არსებობს მოსაგვარებელი და მეორე - გარეშე ფაქტორები, ღია ეკონომიკისთვის, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ასეთი გარედან შემოსული გამოწვევები ნამდვილად გასათვალისწინებელია. ამის გარდა, გამოწვევაა ნებისმიერი სხვა დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების და ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს, რადგან საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობა როგორც - ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან; საქართველო გახსნილია მსოფლიოსთვის; მსოფლიო არის მერყევი და ცვალებადი და თავს იკავებს ინვესტიციებზე, იმიტომ რომ ინვესტორებმა არ იციან, რა მომავალია ამ კონკრეტულ რეგიონში, ეს არის ერთ-ერთი დაბრკოლება.

მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვნი რესურსები გამოყოს და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. მეორე ბარიერი არის ის გადაღლილობა, რაც რეგიონმა გამოიწვია. ცვლილებებმა იცის გადაღლა, ამიტომ, როცა ახალი პრგრამა იწყება, განვითარების ახალ რელსებზე ადის ქვეყანა, ეს დაღლილობა არ უნდა შეიმჩნეოდეს, ამიტომ მოვუწოდებ ქვეყანას, რომ ამ მიმართულებით მთელი სულისკვეთება ჩადოს რეფორმებში“, - განაცხადა ლაგარდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები