მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრისტინ ლაგარდი: სავაჭრო კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკისთვის სახიფათოა

5cfdffb8ac5a6
მიხეილ ხაჩიძე
10.06.19 13:12
943
სავაჭრო კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკისთვის სახიფათოა – ასე გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი გლობალური ეკონომიკის შეფასებას.

კრისტინ ლაგარდმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში "დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრების სამიტის დასასრულს განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაპირისპირებამ შესაძლოა, 2020 წელს მსოფლიო მშპ-ის 0,5 პროცენტით შემცირება გამოიწვიოს, რაც მთლიანობაში 455 მილიარდი აშშ დოლარია.

ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი პრობლემებს ხედავს ზრდად სახელმწიფო ვალებში ბევრ ინდუსტრიულ ქვეყანაში. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის ნიშნების მიუხედავად, მრავალ განვითარებულ ქვეყნებში იზრდება ვალის დონე, რაც აუცილებლად და თან სწრაფად მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისია მოსალოდნელი.

ლაგარდი აცხადებს, რომ სავაჭრო განწყობა სასწრაფოდ დასარეგულირებელია და ეს თემა ყველა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები