პარიზში კრისტის აუქციონზე, ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას ზუსტი ასლი გაიყიდება. ნამუშევარი 400 წლის წინ არის შესრულებული და მისი საწყისი ღირებულება დაახლოებით 150,000-200,000 ევრო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასლი ორიგინალს ძალიან ჰგავს, რის გამოც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავტორს ლეონარდოს მიერ შექმნილ შედევრთან წვდომა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული მონა ლიზას ორიგინალი ვერსია დღემდე ლუვრის მუზეუმშია განთავსებული, რომელიც არ იყიდება. თუმცა გამოცემის ცნობით, არის კიდევ ერთი მონა ლიზას ასლი, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და წლების წინ, კრისტის აუქციონზე 2.9 მილიონ ევროდ გაიყიდა.