მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტოფერ ნოლანის TENET-მა COVID-19-ის პირობებში, კინოთეატრებში $146 მლნ მოაგროვა

5f55e6d47ca98
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.20 12:42
958
კრისტოფერ ნოლანის ფილმმა "TENET"-მა, რომლის ჩვენებაც რაომდენიმეჯერ გადადების შემდეგ, ამ შაბათ-კვირას გაიმართა, აშშ-ის კინოთეატრებს $20.2 მილინის შემოსვალი მოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ფილმის პრემიერა, ასევე, გაიმართა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჩინეთში და ჯამურად ფილმმა 146.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ფილმი ჯორჯ ვაშინტონის და რობერტ პატისონის მონაწილეობით, არის პირველი ბლოქბასტერი, რომელის ჩვენებაც კორონავირუსის პანდემიის დროს გაიმართა.

კინოთეატრები, რომლებიც მარტის შემდეგ დახურული იყო, კორონავირუსის პანდემიის გამო და ივლისიდან ნელ-ნელა დაიწყეს გახსნა მაყურებელებისთვის დიდი პრემიერა ამ ეტაპამდე არ შეუთავაზებიათ.

პანდემიის გამო, კინოთეატრებმა გადადეს ისეთი ფილმების პრემიერები, როგორიც არი „F9” და „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“, ხოლო რაც შეეხება დისნეის „მულანს“, მისი ჩვენება გასული კვირის პარასკევს გაიმართა.

Boxoffice.com-ის მთავარი ანალიტიკოსი შონ რობინსი აცხადებს, რომ კინოთეატრები ნელ-ნელა იწყებენ გამოცოცხლებას და ამის დასამტკიცებლად TENET-ის პრემიერაც გამოდგება.

„TENET-ი და მსგავსი ფილმები კიდევ უფრო დიდი აუდიტორიის მოზიდვას შეძლებენ უახლოეს მომავალში“, -აღნიშნავს ანალიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ კორონვირუსის პანდემია კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება კინოთეატრებისათვის როგორც გლობალურად, ასევე - აშშ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები