მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიტიკულად გაძვირებული საწვავი - რას შეცვლის აქციზის შემცირება?

საქართველოში საწვავის კრიტიკულად გაძვირება გრძელდება. ოქტომბრის დასაწყისიდან, ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის ძირითადად 15-20 თეთრით გაძვირდა.

ამ დროისთვის Bret ის ტიპის საწვავი ბარელზე 110 დოლარს სცდება. ადგილობრივ ბაზარზე კი სხვადასხვა ქსელში რეგულარის ტიპის საწვავი 4.02-დან 4.09 ლარამდე ღირს. პრემიუმის ფასი 4.31-დან 4.39 თეთრამდე, დიზელის კი 4.90-დან 5.10 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

გაძვირებული საწვავი მძიმე ტვირთად აწვება თითქმის ყველა სექტორს. ბიზნეს წრეებში ბოლო 1 თვეა აქტიურად ითხოვენ აქციზის შემცირებას და აცხადებენ, რომ საწვავის კატასტროფული გაძვირება პირდაპირ დარტყმას აყენებს ადგილობრივ წარმოებას, ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას, ჯამში კი ფასები მომხმარებლებზე გაძვირებულ პროდუქტებში ითარგმნება.

ამ ფონზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აქციზის განახევრებას მხოლოდ 25-თეთრიანი ეფექტი ექნება, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებული მერყეობის ფონზე ფასებს არსებითად ვერ შეცვლის.

იზიარებენ თუ არა ბიზნესის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და რა გავლენას ახდენს ბოლო ერთ წელში ბენზინის 30%-ით, ხოლო დიზელი 54%-ით გაძვირება პროდუქციისა თუ სერვისის ღირებულებაზე?

სტუმრები: პაატა ტრაპაიძე - „კავკასუს როუდ ფროჯექტის“ მფლობელი, გენერალური დირექტორი;

ივა ჭყონია - ფერმერი

ირაკლი ნემსაძე - სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები